ორგანიზაციების უპირატესობას საკუთარ ბალანსზე აქვთ დანადგარები, რომელთაც ორგანიზაციისთვის წარმოადგენენ ძირითად საშუალებებს. დროის განმავლობაში ორგანიზაციაში საჭირო ხდება მათი შეფასება ან გადაფასება.
შესღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ავიან“-ი ახორციელებს ნებისმიერი დანადგარის დამოუკიდებელ შეფასებას და გადაფასებას. ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ ჩარხების, მანქანების, ძალური აგრეგატების, კონვეიერების, კომპიუტერული ტექნიკის, სპეციალური მოწყობილობების და სხვა დანადგარების დათვალიერებას, ფიზიკური მდგომარეობის შესწავლას, საბაზრო ან საბაზრო ღირებულებისგან განსხვავებული ღირებულების შეფასებას.
დანადგარების საბაზრო ღირებულების შეფასება ხდება ძირითადად შემდგომი ოპერაციების განხორციელებისთვის:
- დანადგარების იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში ინვესტირების;
- საინვესტიციო პროგრამების შემუშავების;
- ძირითადი საშუალებების გადაფასების;
- ძირითადი საშუალებების ჩამოწერის, როდესაც მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელია ან არამიზანშეწონილი (მათ ცვეთაზე დამოკიდებული);
- ყიდვა-გაყიდვის გარიგებების;
- დანადგარების დაგირავების;
- ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმების;
- სადაზღვევო და სხვა.
დანადგარები შეადგენენ მოძრავი ქონების ნაწილს, ამგვარად დანადგარების შეფასება ხდება მოძრავი ქონების შეფასების დებულებების შესაბამისად.
სხვა შეფასების ტიპებისგან განსხვავებით, დანადგარების შეფასება ყველაზე მრავალფეროვანი შეფასების ტიპია, ვინაიდან იგი შეიცავს როგორც ფართოდ გავრცელებულ, აგრეთვე ვიწრო სპეციალიზაციის და უნიკალური მოწყობილობების შეფასებას. დანადგარების ზოგიერთი სახეობისთვის დამახასიათებელია თავისებური ბაზარი. ესენი ძირითადად ის მოწყობილობები და დანადგარებია, რომელთაც ყავთ შეზღუდული რაოდენობით მომხმარებელი, და რომლებიც არ იყიდება ღია ბაზარზე. მაგალითად: მობილური კავშირის დანადგარები, სანავიგაციო მოწყობილობები, საბადოებში გამოყენებადი სპეცტექნიკა, ჰიდროელექტროსადგურებში გამოყენებადი ტურბინები, გენერატორები და სხვა.
ცნება დანადგარი ძალიან ფართოა, მასში შედის მრავალი მოწყობილობა, დაწყებული კომპიუტერული ტექნიკიდან კონვეიერამდე და ჩარხებამდე, აგრეთვე:
- მანქანებს;
- ტექნოლოგიურ სისტემებს და კონვეიერებს;
- სპეციალურ მოწყობილობებს;
- სამშენებლო დანადგარებს და ტექნიკას;
- სავაჭრო დანადგარებს;
- კომპიუტერულ ტექნიკას;
- საოფისო ტექნიკას;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკას;
- ძალურ აგრეგატებს;
- ხელსაწყოებს და სხვა.
ჩვენი ორგანიზაცია შეფასებას აწარმოებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დებულებების შესაბამისად (IVS).