ცნება გადაადგილების საშუალება შეიცავს სატრანსპორტო საშუალებებს, წყლის და საჰაერო გადაადგილების საშუალებებს.
სატრანსპორტო საშუალება გზით ადამიანის, ტვირთის ან მასზედ დადებული დანადგარის გადაადგილებისთვის გათვალიწინებული მოწყობილობაა, რომელშიც შედის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, მისაბმელები, მოპედები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
ჩვენმა სამუშაო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ უფრო ხშირად შეფასების საჭიროება დგება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ვინაიდან ფართოდ არის გავრცელებული და გამოიყენება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებად ითვლება მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების მქონე ავტომანქანები, მატარებლები, თვითმავალი მანქანები, ავტობუსები, სატრანსპორტო საშუალებები, ტრამვაიები, ყველა სახის ტრაქტორები და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები..
წყლის და საჰაერო გადაადგილების საშუალებების შეფასება ხორციელდება მოცემული მოწყობილობის თავისებურების, ჩამოყალიბებული ბაზრების და მათში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით.
თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის ყველა ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული ბაზარი, საჰაერო და წყლის გადაადგილების საშუალებებისთვის ბაზარი არ შემოიფარგლება შიდა ბაზრით (ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა შიდა ბაზარი სულაც არ იყოს). ამ შემთხვევაში საბაზრო ღირებულებით ჩვენ ვგულისხმობთ მოცემული გადაადგილების საშუალების ღირებულებას რეგიონალურ ან საერთაშორისო ბაზარზე.
წყლის გადაადგილების საშუალებები სატვირთო, მსუბუქი, სამეცნიერო-კვლევითი, სპეციალიზირებული, სამსახურეობრივი გემებია, გათვალისწინებული ადამიანების, ტვირეთების გადაადგილების, ისევე როგორც სხვადასხვა სპეციალიზირებული სამუშაოების განხორციელებისთვის.
საჰაერო გადაადგილების საშუალებები საფრენი აპარატებია, რომლებიც რჩებიან ატმოსფეროში ჰაერთან ურთიერთზეგავლების ანგარიშზე, რომელიც განსხვავდება წყალთან და დედამიწის ზედაპირთან ურთიერთზეგავლენისგან. საჰაერო ხომალდები, მათი მიზნობრივი გამოყენების მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: სამოქალაქო, სახელმწიფო და ექსპერიმენტული.
გადაადგილების საშუალებების საბაზრო ღირებულება ძირითადად ფასდება შემდგომი ოპერაციების განხორციელებისთვის:
- გადაადგილების საშუალებების იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში ინვესტირების;
- საინვესტიციო პროგრამების შემუსავების;
- ძირითადი საშუალებების გადაფასების;
- ძირითადი საშუალებების ჩამოწერის, როდესაც მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელია ან არამიზანშეწონილი (მათ ცვეთაზე დამოკიდებული);
- ყიდვა-გაყიდვის გარიგებების;
- დაგირავების;
- ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულებების გაფორმების;
- სადაზღვევო და სხვა.
ჩვენი ორგანიზაცია შეფასებას აწარმოებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დებულებების შესაბამისად (IVS).